1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალურ ქსელში, ამერიკული ანიმაციის "სიმპსონების" მე-17 სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი ვირუსულად ვრცელდება, რომელიც საოცრად ჰგავს ტიტანიკის წყალქვეშა ნავის გაუჩინარების ინციდენტს.
ეპიზოდში, ჰომერ სიმპსონი 3 ადამიანთან ერთად, წყალქვეშა ნავით, ოკეანის ფსკერზე ჩაძირული გემის გამოსაკვლევად ჩადის, რა დროსაც ხომალდი ფსკერზე იჭედება.
ანიმაციას, რეალური ისტორიისგან განსხვავებით ბედნიერი დასასრული აქვს, გონების დაკარგვის შემდეგ ჰომერი საავადმყოფოში იღვიძებს.
ცნობისთვის, 23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია.
მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
ნახეთ ვიდეო:
ასევე ნახეთ:
👉გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა
VIDEO: წალენჯიხაში მდინარემ ხიდი წაიღო, სოფელი გარესამყაროს მოსწყდა - კადრები სტიქიის ზონიდან
VIDEO: „იავნანა ფეხმძიმეთათვის" - ლიზა ჩიჩუას შესრულებამ სოცქსელი დაიპყრო