“დღის მეორე ნახევრიდან ყველგან გამოიდარებს…” - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

ამინდი

 ცნობილი მეოტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

“მზიან ამინდს ვრცელი განმარტება არ სჭირდება და ამიტომ მოკლედ გეტყვით… ორშაბათს შუადღიდან კი ყველგან გამოიდარებს.სამშაბათიდან ჩამოყალიბდება მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი დღეები გვექნება ხანგძლივი პერიოდით. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30 გრადუსამდე მოიმატებს.აპრილის – ზაფხული, ასეც შეიძლება შეფასდეს მომდევნო კვირის ბოლო… 🌞🌞🌞გისურვებთ ერთმანეთის სიყვარულს და მშვიდობას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას”,-წერს კობა ფარტენიძე.