„დღეს შენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყო“ - ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან

ირაკლი 25 წლის

ზუგდიდში ავარიას 25 წლის ირაკლი ქარჩავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

როგორც ცნობილია, იგი მალე დაოჯახებას აპირებდა.

„სულ ასე ვიყავით მე და შენ 23 დღით დიდი იყავი ჩემზე და მეუბნებოდი მე
უნდა დამიჯეროო დიდი ვარო… ჩვენი დები რომ დიდები იყვნენ და გვაგდებდნენ მე და შენ სულ ერთად ვთამაშობდით...

არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი…

მგონია რომ ჩამოვალ ისევ ისე მომღიმარი სახით დამხვდები და იქიდან გავაგრძელებთ სადაც გავჩერდით…
ირანდას ვერ ვურეკავ არ ვიცი რა უნდა ვთქვა?! განა დატოვე რამე სათქმელი?!
როგორ გიხაროდა ბოლოს, რომ გნახე ყველა დეტალი მომიყევი შენი სიყვარულის მალე მოვიყვან ცოლსო... დღეს შენი ნიშნობის დღე უნდა ყოფილიყო…ძალიან მწარეა რეალობა…“

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: როგორ დავიცვათ თავი და მოვიხსნათ სხვისი მოფრქვეული ნეგატივი - ნინუშკა ლისენკო მარტივ ტექნიკას ამხელს

დამანგრეველი ქარიშხალი და წყალდიდობა ლიბიაში - დაიღუპა 2000 ადამიანი

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა