მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა

მაროკო

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

The Gardian-ის ინფორმაციით, მთებში მდებარე სოფლებში გადარჩენილების ძებნისთვის სულ ცოტა დრო რჩება, რაც ამ ადგილების მიუდგომლობით და სამაშველო ბრიგადების სიმცირით არის განპირობებული.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის მაროკოს „ნებისმიერი საშუალებებით“ დაეხმაროს.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

VIDEO: როგორ დავიცვათ თავი და მოვიხსნათ სხვისი მოფრქვეული ნეგატივი - ნინუშკა ლისენკო მარტივ ტექნიკას ამხელს