პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შოვში მომხდარ მორიგ ტრაგედიას ეხმაურება.
„შოვში, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ინსტრუქტორი, 50 წლის თემურ ხარჩილავა.
მისი მეგობრების ინფორმაციით, თემური სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრომაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცით.
თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო... აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამაა, ის წლებია, ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობს.
უაღრესად თავმდაბალი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, პატრიოტი ადამიანი - ასე დავახასიათებდი მას მოკლედ - ასეთს ვიცნობდით და ასეთი დარჩება ჩვენს, მისი არცთუ ახალი მეზობლების გულში სამუდამოდ. ეს მხოლოდ ჩვენი სამეზობლოს დანაკლისი არ არის, თემურ ხარჩილავა სრულიად საქართველოს დააკლდება“, - ლაშა ბერულავა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: გვანცა ბუბაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
„ჩვენი 2 ბიჭი ჯერ კიდევ იძებნება, ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში - ტყეში, ჩვენს გულებში“
„პატარა ბიჭი, ზაზას ცხედართან ერთად, ჩვენ არ გვეკუთვნის“ - ზაზა მესხის ახლობელი