ისტორიული კადრები სიონიდან - სად იქნება პატრიარქის მარადიული განსასვენებელი
1773926652
დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გრძელდება. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მრევლის ნაკადი არ წყდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ "ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.