1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან მაღალია. ჟურნალმა „თბილისელებმა“ მასთან პირად და პროფესიულ საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა,
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
– ერთი მხრივ, წინაპრები – სასულიერო პირები, მეორე მხრივ – ქუთაისი თავის მენტალიტეტით და „შავი გაგებით“ და თქვენი პროფესიები – მოდა და დიზაინი და სამართალი, თითქოს, შეუთავსებელი ამბებია.
– ეს მოსაზრება, ქუთაისთან დაკავშირებით, ძალიან მცდარია. ქუთაისი დიდი ინტელიგენციის ქალაქია. ჩემს სამეგობრო წრეს შეადგენდნენ ხელოვანი ადამიანები და სასულიერო პირები, რომლებსაც ძალიან კარგი განათლება ჰქონდათ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველად კანონიერი ქურდი სასამართლო პროცესზე ვნახე, ისიც, როცა მოსამართლე გახლდით. კი, ქუთაისში ყველაზე მეტი ქურდია, ამჟამადაც, თუ არ ვცები, დაახლოებით, 220 ქურდია ქუთაისიდან, მაგრამ ისე არ იყო, რომ ვიღაც გივარდებოდა და გაიძულებდა, ამ ცხოვრებით გეცხოვრა. შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობდი, ისინი – თავიანთით. ქუთაისი ამით იყო უნიკალური, რომ ზედმეტად არავინ არავის აწუხებდა. დღეს, როგორც ადვოკატი, მათ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ავტორიტეტული ადვოკატი გახლავართ, რასაც პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ახლაც ვიცავ 15-ამდე კანონიერ ქურდს.