1745061138
„დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა... ეს არასწორი ინფორმაციაა“ - ზაზა თელიას მიმართვა

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ტიკტოკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოს ეხმაურება.
„ძვირფასო პაციენტებო, დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა რომლებიც მეკითხებოდნენ Isotretinoin-ით მკურნალობასა და ორსულობის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ყველა პაციენტს როგორც ვერბალურად ასევე დოკუმენტურად დანიშნულებაზე მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვაძლევ.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა tiktok-ზე გავრცელებულა ერთი ადამიანის ვიდეო, რომელიც საუბრობს ამ წამალზე, და ვიდეოში ან მიზანმიმართულად ან არაკომპეტენტურობის გამო ავრცელებს ტყუილს. ამბობს, რომ თურმე იზოტრეტინოინით მკურნალობის დასრულების შემდეგ ორსულობა 2 წელი არ შეიძლება.
რა თქმა უნდა, ეს არასწორი ინფორმაციაა, მინდა მშვიდად იყოთ.
Isotretinoin-ით მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი უსაფრთხო ორსულობა. აშშ-ში ipledge პროგრამა რომელიც მოიცავს ამ წამლის მიღების პერიოდში ორსულობის ტესტების კეთებას, მისი პრევენციის მიზნით, სწორედ გულისხმობს ტესტების კეთებას მკურნალობის პერიოდში, ხოლო ორსულობის ტესტირება მთავრდება წამლის შეწყვეტიდან 1 თვეში.
რაც შეეხება ამ პიროვნებას, რბილად რომ ვთქვათ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, როდესაც საკითხში ვერ ერკვევი, მავნებლობას ნიშნავს.
P.S ეგ სხვა წამალია რომელზეც მართლა არ შეიძლება ორსულობა მისი მიღების დასრულებიდან 2-3 წლის განმავლობაში და მაგ წამალს Acitretin-ი ჰქვია. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.