„დღეს ბაბუის წლისთავი იყო...“ - ახალი დეტალები სამცვერას ჩანჩქერთან გაუჩინარებულ 18 წლის ბიჭზე

სამცვერას ჩანჩქერი

სამცვერას ჩანჩქერთან გაუჩინარებულ 18 წლის ბიჭს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.

როგორც „პრაიმტაიმს ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, დღეს გაუჩინარებული ბიჭის ბაბუის გარდაცვალების წლისთავია, სწორედ ამიტომ ვერ დაუმალეს მის მშობლებს მომხდარი.

ადგილობრივები, მეგობრები ფოტოების გადასაღებად იყვნენ წასულები. ქვებია გვერდით და იქ ფეხი დაუცდა. ნაწვიმარი რომ იყო, დიდი წყალი მოვარდა, ბავშვი დინებამ წაიღო და ჩანჩქერისკენ გადაისროლა. მაშველები ჩანჩქერის მონაკვეთზე ვერ შედიან, ელოდებიან, წყალი როდის დაიწევს. 

დღეს ამ ბავშვის ბაბუის წლისთავია, მშობლებსაც ვეღარ დაუმალეს...“ - გვითხრა ადგილობრივმა.

ასევე ნახეთ:

„დიდი წყალი მოვარდა... დინებამ ჩაიტანაო“ - ახალი დეტალები სამცვერას ჩანჩქერთან გაუჩინარებულ 18 წლის ბიჭზე

„დედის ტირილი ცას და დედამიწას ესმის“ - რა ხდება სამცვერას ჩანჩქერთან, სადაც 18 წლის ბიჭს ეძებენ

რა გახდა ლანჩხუთში, ორი ქალის გარდაცვალების მიზეზი - ახალი დეტალები