„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ე.წ. ღია ცის ქვეშ მუზეუმი) სტუმრობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მუზეუმის სამგზავრო ავტობუსით, რომელიც კუს ტბის ასასვლელიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ, ყოველდღე (ორშაბათის გარდა), 09:00-დან 20:00 საათამდე ივლის, რაც თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად მოხვედრის საშუალებას მისცემს.
მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. ავტობუსი მხოლოდ მუზეუმის სტუმრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს მიკროავტობუსით სარგებლობა უფასოა.