"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1742797128
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ქალაქების მიხედვით 22 იანვრის ამინდის პროგნოზი ასეთია:
გაგრა +7 - წვიმა
სოხუმი +8 - წვიმა
ზუგდიდი +8 - მოღრუბლული
მესტია 0 - მოღრუბლული
ფოთი + 8 - მოღრუბლული
ბათუმი + 8 - უმეტესად ღრუბლიანი
ოზურგეთი +7 - უმეტესად ღრუბლიანი
ქუთაისი +6 - უმეტესად ღრუბლიანი
ამბროლაური +6 - უმეტესად ღრუბლიანი
ახალციხე -3 - უმეტესად ღრუბლიანი
ბორჯომი +3 - უმეტესად ღრუბლიანი
ბაკურიანი -3 - უმეტესად ღრუბლიანი
გორი +3 - უმეტესად ღრუბლიანი
ცხინვალი +2 - უმეტესად ღრუბლიანი
სტეფანწმინდა -2 - უმეტესად ღრუბლიანი
გუდაური -4 - უმეტესად ღრუბლიანი
თელავი +8 - მზიანი
რუსთავი +7 - მზიანი
თბილისი +7 - მზიანი.