აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.
„თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე. აღნიშნულ წინადადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ ავტობუსის წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.