დეკრეტული შვებულების დროს საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურება იცვლება

დეკრეტული

2023 წლიდან საჯარო სკოლების პედაგოგები შეძლებენ, რომ დეკრეტული შვებულების დროს სახელმწიფო ანაზღაურება თავისი დანამატით სრულად მიიღონ, - ამის შეახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„2023 წელს ბიუჯეტი დაახლოებით 346 000 000 ლარით იზრდება და შეადგენს ორი მილიარდ ოცდაათ მილიონ ლარზე მეტს. განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი ბოლო 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლება და მეცნიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისათვის. რა თქმა უნდა გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ იმ რეფორმებს, რომელიც დაგეგმილია, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პედაგოგების დეკრეტული ანაზღაურება.

ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვმუშაობთ ჯანდაცვის, ფინანსთა სამინისტროებთან, ჯანდაცვის კომიტეტებთან. 2023 წლიდან პედაგოგები შეძლებენ, რომ დეკრეტული შვებულების დროს სახელმწიფო ანაზღაურება თავისი დანამატით სრულად მიიღონ. კერძო სექტორთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1000-ლარიანი დახმარება 2000-მდე იზრდება. რაც შეეხება საჯარო სექტორს, ისინი იმ ხელფასს მიიღებენ, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.