დეკემბერში ტემპერატურა ისევ მაღალი იქნება - სინოპტიკოსის პროგნოზი

ხათუნა ქოქოსაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარია. მან ისაუბრა, თუ როგორი ზამთარს უნდა ველოდოთ წელს.

„დეკემბერი რომ დაიწყება, ფაქტობრივად, ზამთარს შეგვახსენებს. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. თუმცა, დეკემბრისთვის ტემპერატურა ისევ მაღალი იქნება. შესაძლებელია, მაღალ მთაში თოვლჭყაპი იყოს, მაგრამ დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმები იქნება მოსალოდნელი. ბოლო პერიოდში, ზამთარი ნორმასთან შედარებით უფრო თბილია. ყველაზე ცივი, ნორმის ფარგლებში მაინც გამოდის ხოლმე და შესაძლებელია, ცალკეულ რეგიონში იყოს ნორმაზე დაბალი. თბილისის მაგალითზეც რომ ავიღოთ, ყველა წუხს, რომ თოვლი აღარ არის. ეს ყველაფერი სწორედ გლობალურ დათბობას უკავშირდება“,– ამბობს სინოპტიკოსი.