დეკანოზი დავით ლასურაშვილი: პატრიარქმა ახალი ეპოქა შექმნა. მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი

ნსნს

 სრულიად საქართველო არის დაობლებული, დიდი ტკივილია, - განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, პატრიარქმა ახალი ეპოქა შექმნა.

„მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი და ეს ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები არიან დედაეკლესიაში და ღმერთის სიყვარულით ცხოვრობს, ეს არის უწმინდესის დამსახურება“, - აღნიშნა დეკანოზმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.