VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს.
მისივე თქმით, „ირანის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგს გამოიღებს“.
„მცირე ნდობა, რაც ადრე ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.