დედაქალაქის მერია დღეიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს

fitvis kibo

 დედაქალაქის მერია დღეიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს.

უფასო დიაგნოსტირებით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული, 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს მომხმარებლები და მოქალაქეები, ვინც ბოლო 15 წლის განმავლობაში მოიხმარდა თამბაქოს.

კონსულტაციების შედეგად უკვე შერჩეულია 20-ამდე წამყვანი კლინიკა, სადაც საჭირო პროცედურები ჩატარდება.

კვლევების თანახმად, ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის შანსს 70 %-მდე ზრდის.

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის - კახა კალაძემ თბილისის მერიის ახალი პროგრამისსა და კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირების აუცილებლობაზე ერთ-ერთი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.