პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხელოსანი, რომელმაც ფოთში, საკანალიზაციო მილის გაწმენდითი სამუშაოების დროს ჩვილის ცხედარი იპოვა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იგი მომხდარის დეტალებს იხსენებს.
„მე იმ ოჯახმა გამომიძახა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა. მერე პოლიციაც თვითონ გამოიძახეს. რომ მივედი და დავათვალიერე, მივხვდი შიგნით იყო რაღაც პრობლემა, კონკრეტულად სარდაფში. დავშალე მილი და ვიპოვე ჩვილის ცხედარი. ცხედარს არ შევხებივარ. ჩვილი რომ ვნახეთ, ქალმა დაიკივლა, ვინ ჩააგდო, არ ვიციო და დააბრალა სხვას. ჩემი ვარაუდით, საკანალიზაციო მილშია ჩვილის ცხედარი ჩაგდებული. ქალს ვუთხარი, რომ მისი ქმრისთვის დაერეკა, არ იყო სახლში, მოვიდა და დარეკა პოლიციაში. მეც უკვე ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და მოვუყევი რა, როგორ იყო“, - განაცხადა ხელოსანმა დათო კონჯარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში, დევნილთა დასახლებაში ახალშობილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.
ნახეთ ვიდეო