პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, სოფი ნურაშვილი ამბობს, რომ მისი გაშავების სურვილით, მის ოჯახს ცუდად ეხებიან.
„დედაჩემი ქართველია, საქართველოს მოქალაქე. ჩემები საქართველოში დაქორწინდნენ, მათ საქართველოში ცხოვრება უნდოდათ. ჩვენ ჰერეთიდან ვართ. ამას არავინ არასდროს მალავდა... დედაჩემს და მამაჩემს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ, მაგრამ 2000 წლის დასაწყისში, ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დატოვება მოუწიათ.
დედაჩემი აზერბაიჯანში ცხოვრობს. სამწუხაროდ, სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია და ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მას ჯანმრთელობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, რომელიც არის თრომბი, შესაბამისად, ვერ დაფრინავს.
როცა მე ხალხის რჩეული გავხდი, ყველაზე მეტად მისთვის ამ ემოციის გაზიარება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დედაჩემი ვერ ჩამოდის საქართველოში, მისთვის ფრენა არ შეიძლება,“ - ამბობს სოფი ნურაშვილი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „რაც ამ პროექტში ვარ, ასეთი რამ არ ყოფილა...“ - ანა ქურდაძის პირდაპირი ეთერი „პრაიმ ჰაუსიდან“
„დიდი ხანია, მინდა გაზიარება... წერილი გამომიგზავნეს...“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე