„დიდი ხანია, მინდა გაზიარება... წერილი გამომიგზავნეს...“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ასაჯაროებს წერილს, რომელიც გულშემატკივარმა სამოტივაციოდ გაუგზავნა.

დიდი ხანია მინდა თქვენთვის ამ წერილის გაზიარება... ვიცი, აქ ბევრნი ხართ, ვინც რთულ გზას გადიხართ და ვფიქრობ, ძალიან დაგეხმარებათ ამის წაკითხვა... ეს წერილი მეც გამომიგზავნეს და როცა ცუდად ვგრძნობ თავს, სულ ვკითხულობ და ძალიან მეხმარება... იქნებ, თქვენც დაგეხმაროთ...  მიყვარხართ და მადლობა, ჩემთან რომ ხართ.

თაია, გამარჯობა. არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი, შენი ემოციების შემხედვარე ფურცელი ავიღე და წერა დავიწყე..

მე ქალი ვარ, რომელიც ძალიან პატარა ასაკში მარტო დატოვეს და არც უკითხავთ შემეძლო თუ არა ცხოვრების გაგრძელება, სიმართლე გითხრა, არც მინდოდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ამიტომაც გავაგრძელე...

ვეცადე ყველა დამცირება, უარყოფა, რაც მისგან მივიღე, ჩემს საქმიანობაში გადმომეტანა და ეს ყველაფერი ისნპირაციად მექცია... ნუ, გტკივა, როცა შენში მინუსებს ეძებენ ეს ყველაფერი იმ ძალად აქციე, რომლებიც შენ მწვერვალებზე აგიყვანს...

ადამიანი ხარ და ამით იამაყე,იმიტომ, რომ ცოტაა ამხელა ბრბოში ადამიანი დარჩენილი... ნუ აჰყვები გარშემო ხმებს და არაფრის მომტან დისკუსიებს, ამით გავიწყებენ შენს მთავარ მიზანს...

შენ უნდა ანახვო უამრავ ქალს მაგალითი, როგორ გაიზარდონ ნელ-ნელა და დაიპყრონ მწვერვალები, როგორც ამას შენ გააკეთებ. ახლა შენ ამისთვის ყველა რესურსი გაქვს, მთავარი შენი მონდომებაა... ნუ მისცემ სხვებს უფლებას, ეს შანსი წაგართვან და დრო მოგპარონ...

დაე, იარსებონ შენს მოტივაციად... დაგეგმე ყველაფერი და შექმენი შენი თავის საუკეთესო, საოცნებო ვერსია..
სიყვარულით ძლიერი ქალი“, - ვკითხულობთ წერილში.

ასევე ნახეთ:

„მათთვის განსაკუთრებული პერიოდია“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბერში (არ) გაუმართლებთ

VIDEO: ვრცელდება ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან

რომელი ოჯახები მიიღებენ 500 და 1000 ლარს მერიისგან