დედა რომ ყოფილიყო ცოცხალი, დამახვედრებდა გემრიელ საჭმელს... - ომიდან დაბრუნებული დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი დედაზე

ბლოგერი

ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში დედასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მალე მოვალ შენთან. ამჯერად მე არაფერს არ მოგიტან, უბრალოდ მოვალ და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მაჭამე. თან ვისაუბრებთ და ერთმანეთს გავიცნობთ. დედა რომ ყოფილიყო ცოცხალი, დამახვედრებდა გემრიელ საჭმელს, მაგრამ აღარ არის. ხო და მივალ ჩემს დედობილებთან, ისინი მაჭმევენ. სადაც დამიძახებთ იქ მოვალ, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში იქნებით. მაჭამეთ და დამანაყრეთ, მჭირდება ეს“,- წერს დომენიკ მანგო