1692302192
„დავკარგეთ გამორჩეულად კეთილი ადამიანი ...“ - კლინიკა „მედიჰელფი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:
კლინიკა „მედიჰელფი“ ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„25 ივნისი ჩვენი გუნდისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. დავკარგეთ ერთგული მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი, პროფესიონალი ექიმი ჩვენი მაიკო… გამორჩეულად კეთილი ადამიანი … ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს და ჩვენს კოლექტივის ყველა წევრს. მაიკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები… სიტყვებით წარმოუდგენელია ტკივილის გადმოცემა“,-წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.