„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
მედიკოსების თქმით, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, აქციის დროს დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია.
"ყველას ყურადღების ცენტრშია 21 წლის მამაკაცი, დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯერჯეროვნად, თუმცა გართულებისგან არავინ გახლავთ დაზღვეული და შესაბამისად, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს. ეს პაციენტი თავიდანვე რეანიმაციაში იყო განთავსებული და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მოითხოვს კვლავ რეანიმაციაში ყოფნას. მისი გამოღვიძების პროცესი არ არის დასრულებული და გამოღვიძების შემდეგაც მისი მდგომარეობა ფრიად საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მართვას,"- აცხადებს კლინიკური დირექტორი კახაბერ ჭელიძე.