დაშავებული ძაღლი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მოკვდა

ნკ

ბაღდათში დაშავებული ძაღლი მოკვდა. ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

გუშინ ძაღლს, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, ცუგა დამოუკიდებლად სუნთქავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდებოდა.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ცხოველს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე ნახეთ:

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალი დეტალები ყაზბეგში დაკარგულ მთამსვლელზე