1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.
ფორუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავამ გახსნეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში სახელმწიფო და კერძო კომპანიები და ის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და შეძენილი ცოდნის რეალიზებას საქართველოში გეგმავენ.
ფორუმზე დამსაქმებლებმა ფორუმზე 100- მდე ვაკანტური მენეჯერული პოზიციები წარმოადგინეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც მიზნობრივად, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.