რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მზადაა, „წმინდა ომში“ რუსეთთან ერთობლივი მუშაობა გააფართოოს და გააღრმაოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩრდილოეთ კორეის დაარსების 78-ე წლისთავის მილოცვის საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი „წმინდა ომში“ გამარჯვებას შეძლებს.
ამასთან, კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინსა და რუს ხალხს „ურყევ მხარდაჭერას“ უცხადებს.
„დარწმუნებული ვარ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლიანობის დასაცავად წარმოებულ წმინდა ომში რუსეთის გამარჯვებაში“, – აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წერილში.