დასახელდა ყველაზე ძვირადღირებული მანქანები

ბენტლი

თუკი გასულ ათწლეულებში ძვირად ღირებული მანქანები, ძირითადად, ლიმუზინებთან ასოცირდებოდა, ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება პრემიუმ ჯიპების პოპულარობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია "საუკეთესო ფუფუნების მანქანის" ტიტულისთვის საკმაოდ მაღალია.

ძვირად ღირებული მანქანები დამზადებულია საუკეთესო მასალებისგან, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და მგზავრებისთვის ყველაზე დახვეწილ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

ასეთი ავტომობილების შეფასებისას მთავარი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად დიდი თანხის გადახდა შეუძლია მომხმარებელს ფუფუნების მანქანის შესაძენად.

AutoExpress-მა გამოაქვეყნა 2022 წლის რეიტინგი - რომელი მოდელებია დღეს საუკეთესო ძვირად ღირებული მანქანებს შორის:

1. Bentley Flying Spur -£171,055
2. Range Rover - £99,710
3. Mercedes S-Class - £86,500
4. BMW 7 Series - £102,640
5. Rolls Royce Ghost - £280,755
6. Bentley Continental GT - £179,155
7. Rolls Royce Phantom - £417,590
8. Porsche Panamera - £75,305
9. Bentley Bentayga - £155,890
10. Mercedes EQS - £99,995

წყარო: