1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კლინიკებსა და ექიმებზე განაწყენებული პაციენტი ბევრია, თუმცა, უმეტესობა საჯაროდ საუბარს ერიდება. გამონაკლისი ბათუმში მცხოვრები ანა ანესაშვილია, რომელსაც ერთ-ერთი ლაბორატორიის შეცდომის გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე - ქორწინების ჩაეშალა.
„19 ოქტომბერი ფაქტობრივად, გლოვის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაუდევარი ექიმების გამო მომისპეს ჯანმრთელობა, გამანადგურეს ფსიქოლოგიურად და მიმიყვანეს სუიციდამდე… ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე წამართვეს არაადამიანებმა. 15-ში გავიკეთე კვლევები ბათუმში, 23 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე, დაგეგმილი მქონდა ხელის მოწერა, კაბას ვიკერავდი, ტორტი შერჩეული... აი, სულის ფანცქალით რომ ელი, 23 დადგეს, ცამდე რომ ხარ გაბრწყინებული და 19-ში საღამოს მირეკავენ და ნაგლად, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან, რომ მაქვს შიდსი!
ფორმა იყო იმდენად შოკი, რომ ვხაოდი, ენა ჩამივარდა, ვერც ვლაპარაკობდი, ისტერიკული შეტევა მქონდა და ეს გოგო მეუბნება, შენ ხომ ამბობდი, რომ ყველა ანალიზი სუფთა მაქვსო, ჰოდა, არ გაქვს სუფთა, შიდსი ამოგივიდაო... ხომ არ გაგიჟდი, რა შიდსი, რას ბოდავ-მეთქი, ვუთხარი. აუ, კორექტულად მესაუბრეო.
ხალხო, ქალმა სიცოცხლე ჩამიკლა. ის კი არ მითხრა, რაღაც საეჭვო ამოვიდა, ანა და მოდი, გადავამოწმოთო, არა, აი, ასე პირდაპირ სიცოცხლე გამინახევრა თავისი არაადამიანური ქცევებით… რა თქმა უნდა, მოვიძიე კერძო ლაბორატორია ბათუმშივე და გადავამოწმეთ მეორე დღეს. პასუხი მოვიდა ნეგატივი… ჩამოვედი თბილისშიც. ინფექციურშიც გავიკეთე ძირფესვიანი კვლევა და ნეგატივი, ხალხო.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს აბსურდი იყო, ფსიქოლოგიურად მომსპეს. ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ახლა თქვენ მითხარით, რისი ღირსები არიან ჩემი გამწარებისთვის?!“. - დაწერა ანამ სოციალურ ქსელში.
როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, ნებისმიერ შემთხვევაში, აპირებს, რომ ლაბორატორიას უჩივლოს.
„სარჩელი ხვალ შემაქვს ოფიციალურად. დარწმუნებული ვარ, ბევრი ეყოლებათ გამწარებული და კიდევ ბევრს გაამწარებენ. გუშინ ვესაუბრე, იციან, რასაც ვაპირებ. ორშაბათს შეიკრიბება კონსილიუმიო და დაგიკავშირდებითო... ნებისმიერ შემთხვევაში, ვაპირებ რომ ვუჩივლო. რომ არა ჩემი მეგობრები, ჩემი მეუღლე და შვილი, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, თავს დავიწვავ-მეთქი, ვამბობდი. ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი, გვამივით ვეგდე.
ჩემს მეუღლეს იმდენად სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სისულელე იყო, ისე დამიდგა გვერდით, რომ არა მისი მხარდაჭერა, უფრო მაგან გამაძლიერა, ერთი წუთით არ შეჰპარვია ეჭვი.“ - გვითხრა ანა ანესაშვილმა.