1739342153
„დამეხმარე, რომ მოგაწოდო ჩემი სათქმელი...“ - ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს
![ალექსანდრე მიქელაძე ალექსანდრე მიქელაძე](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/12/111823/aleqsandre-miqeladze_w_h.jpeg)
ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს.
„დე, დამეხმარე, რომ მოგაწოდო ჩემი სათქმელი... ერთი ზარი დე, შენი გულის დამშვიდება მინდა შევძლო, მინდა გითხრა, რომ შენი სიცოცხლე ჩემთვის იმდენად ძვირფასია, იმდენად შეუფასებელი, რომ არ ღირს იდარდო არაფერზე...
თუ აქამდე რაღაც შემეშალა, თუ იმედი გაგიცრუე, მაპატიე დე. და უმორჩილესად გთხოვ, მომეცი საშუალება, გაგიქრო სულ მცირედი საფიქრალიც კი,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.