ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ბორჯომში ახალგაზრდა ბიჭი გიორგი გაციშვილი დაიკარგა. როგორც დაკარგული ახალგაზრდა ბიჭის დედამ მანანა ხურციძემ "პრაიმტაიმთან" განაცხადა, მისი ვაჟი გუშინდლის შემდეგ სახლში აღარ გამოჩენილა.
მისივე თქმით, მის შვილს პოლიციელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
"ჩემი ვაჟი გუშინ დღის პირველ ნახევარში გავიდა სახლიდან, დეპრესია აქვს, უყვარს ხოლმე მარტო ყოფნა, გაისეირნებს ხოლმე და ბრუნდება, მაგრამ გუშინ რომ გავიდა სახლიდან, აღარ დაბრუნებულა. სამი წლის წინ, პანდემიის დაწყების პერიოდში, შეყვარებულს დაშორდა და დეპრესია დაემართა. თან წაიღო ტელეფონი და საფულე, სავარაუდოდ. ტელეფონი, სავარაუდოდ, დაუჯდა. პოლიცია ეძებს, ჯერჯერობით, სიახლე არაფერი არ არის. ერთადერთი ვთხოვ, რომ გამოჩნდეს",- განაცხადა მანანა ხურციძემ.
რაიმე სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ოჯახს აღნიშნულ ნომრებზე დაუკავშირდეთ: 599-88-50-54 591-91-71-61