ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
ბლოგერს კოკი ფერაზი ფანგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით თავად გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც ბლოგერი წერს, იგი გეგმიურ კონსულტაციაზე იმყოფებოდა, როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია დაუყოვნებლივ სჭირდებოდა.
მისივე თქმით, ოპერაცია მისთვის მოულოდნელი და ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა.
„გუშინდელი დღე ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. ჩვეულებრივ კონსულტაციაზე მისულს, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. იმ წამს თავი მართლა ფილმში მეგონა… არასოდეს ვყოფილვარ საოპერაციო ოთახში და, რა თქმა უნდა, ცოტა შიში მქონდა,თუმცა იმ ადამიანების წყალობით, ვინც იქ
დამხვდნენ, ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი გახდა. უდიდესი მადლობა ჩემს ექიმებს, ექთნებს და მთლიანად პერსონალს, თქვენი პროფესიონალიზმი, ყურადღება და ადამიანური სითბო ჩემთვის ძალიან დიდი ძალა
იყო. თქვენ გადამატანინეთ ოპერაციის შემდეგ ყველაზე რთული ღამე.
ხშირად სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც გრძნობ. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის. მადლობა ზრუნვისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც პაციენტებს აძლევთ“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.