1773951610
„ჩვენს სამშობლოში არასდროს დაბნელდება, დღეს სამუდამოდ დავრწმუნდი ამაში...“ - მარიამ გაბედავა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ. სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი მარიამ გაბედავა და პატრიარქს ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„როგორც არ უნდა ბნელოდეს ირგვლივ - ჩვენს სამშობლოში არასდროს დაბნელდება, დღეს სამუდამოდ დავრწმუნდი ამაში. ამდენი ადამიანის, ამხელა რიგი და უწყვეტი ნაკადი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს - უამრავი ახალგაზრდის ნათელი სახით და უამრავი ბავშვის უმანკო, უანგარო სიყვარულით სავსე რიგები… გამოსამშვიდობებელი რიგები… და ეს გამომშვიდობება სინამდვილეში სამუდამო ერთობა იყო თქვენთან და იმ ღმერთთან, რომლის რწმენაც თქვენ დააბრუნეთ ჩვენს სამშობლოში. მადლობა უწმინდესო, რომ თქვენი გარდაცვალებითაც მკაფიოდ დაგვანახეთ ვინ ვართ და საით უნდა ვიაროთ მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინეთ, სად არის სიყვარული და სიკეთე და, რომ ქრისტეშია ყველაზე დიდი ერთსულოვნებაც და გადარჩენაც.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა, მაგრამ ყველაზე დიდი იმედით და სიყვარულით სავსე ვართ, რადგან ქრისტეს სიყვარულია ჩვენთვის მთავარი იმიტომ, რომ თქვენ ასე გვასწავლეთ და ეს შეგვაგრძნობინეთ გვიყვარხართ უწმინდესო - ნათელი სახეებით, უმანკო გულითა და თეთრი ვარდებით ხელში“, - წერს მარიამ გაბედავა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე











