ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებული ფოტო, მათი შვილის არ არის.
,,მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!
შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ!
ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი - მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!
მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ", - წერს ქეთევან ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში.