„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
1785138553
საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მათი მიზანი სიწმინდეების, ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. დღეს გამართულ ბრიფინგზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც, მათი თქმით, გარე ძალების დავალებით ხორციელდება.
"დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს.
ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ჩვენ კულტურის, ეროვნული იდენტობის და დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ.
ახლა რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენას, რომელიც აქტიური განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილის ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეებზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხზე, შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათ, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ.
ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება თუ კი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი მათ ნაბიჯებზე საზოგადოება რეაქციას დაინახავს, შემდეგ კი ვერ ახერხებს გაიაზროს, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს", - აცხადებს ახალი მოძრაობის დამფუძნებელი გიორგი ქართველიშვილი.
აგვისტოს ამინდის სრული პროგნოზი
1784911846