„ჩვენი ბოლო ფოტო, ამ დღეს 26 წლის გახდი და სულ 26-ის იქნები“ – ავარიაში დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა

elene

14 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს გვიზიარებს.

დედის თქმით, ეს შვილთან მის 26 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოა, რომელიც სამწუხაროდ ბოლო აღმოჩნდა.

„ჩვენი ბოლო ფოტო, 3.10.24 – ამ დღეს 26 წლის გახდი და სულ 26 ის იქნები“, – წერს ნინო ერემაშვილი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.