პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს.
„ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.