1792094214
„ჩვენ ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი“ - რას ჰყვება შეფი ლევან კობიაშვილი
ცნობილი ქართველი შეფი, ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე, ნინა ილურიძე ანა ტყებუჩავას გადაცემის - „მეხუთე ელემენტის“ სტუმრები იყვნენ.
წყვილმა გადაცემაში საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და იმ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
„ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ჯვრისწერამ ჩემი დაბადების დღე გადაფარა. საიუბილეო თარიღი იყო და გადავწყვიტეთ აღგვენიშნა. რადგან დაბადების დღის გადახდა გადავწყვიტეთ, 10 დღით ადრე ისიც მოვიფიქრეთ, რომ ჯვარიც დაგვეწერა. ხალხი წლობით ემზადება და ეს ამბავი კი ასე სპონტანურად გადაწყდა. ჩემი დაბადების დღე ყველას დაავიწყდა - ჯვრისწერას გვილოცავდნენ და არა დაბადების დღეს.
ნინა სახლში ჩვეულებრივი კონკიაა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფერს აკეთებს. არაჩვეულებრივი დედაა, არაჩვეულებრივი დიასახლისია, მართლა ყველაფრის კეთება უწევს. მე მთელი დღე სახლში არ ვარ, ის კი სახლში დედად მუშაობს," - ამბობს ლევან კობიაშვილი.










