ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფტასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
გუმათის ქუჩაზე 4 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე და პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე ადგილზე გაეცნენ. ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. პროექტის ღირებულება 460 000 ლარია.