დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი
1765472952
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ შეაჯამა. წლიურ ანგარიშს თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩუღურეთი ერთ-ერთი უძველესი და რთული რელიეფის მქონე რაიონია დედაქალაქში, რასაც თან ახლავს სპეციფიკური გამოწვევები. ამის გათვალისწინებით, გამგეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაა. „ყოველწლიურად ჩუღურეთის რაიონში ყველაზე მეტი გრუნტის თუ ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა. ამასთან, თბილისური ტიპის ეზოების სიმრავლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ამხანაგობა სწორედ ამ რაიონში ფიქსირდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წელს 147 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 5 596 080 ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ. საანგარიშო 2025 წელს, ჩუღურეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს 8 148 873 ლარი მოხმარდა. „მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, რაიონს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი ახალი რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი მოეწყოს, თუმცა წელს, მარუაშვილის ქუჩაზე, N50-ის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი გაკეთდა“, - განაცხადა დავით მაქაცარიამ. სოციალური მიმართულებისა და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით, 4 161 958 ლარით სულ დაფინანსდა 13 711 განაცხადი. რაც შეეხება სხვადასხვა სახის კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, ამ დრომდე 4 ღონისძიება უკვე ჩატარდა, ხოლო წლის ბოლოს საახალწლო-საზეიმო ღონისძიების გამართვაც იგეგმება. დავით მაქაცარიამ გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო მოსახლეობას ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა. ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები და რაიონის მოსახლეობა დაესწრო.