მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პოლიცია ლენტა

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით, მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „პტაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.