გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების შეტევები მეტად გამწვავდა, დავითაშვილისა და ხოჭოლავას თაური დარტყმების შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. 52-ე წუთზე ბუდუ წიტაიშვილმა უზუსტესი პასი შეასრულა ბუდუ ზივზივაძის მისამართით, რომელმაც ერთი შეხედვით ზუსტად დაარტყა და 1:0 საქართველოს სასარგებლოდ.
პირველი გოლიდან ზუსტად 10 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. მესამე გოლი დამუშავებულ ჯარიმას მოჰყვა – კვეკვესკირის ჩაწოდებას საჭირო ადგილას დახვდა კიტეიშვილი და 3:0 საქართველოს სასარგებლოდ.
„მოგესალმებით, გილოცავთ გამარჯვებას. 12-ში გელოდებით სტადიონზე. ოთხიდან ოთხი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ თქვენთან ერთად. მადლობა, “ - ამბობს ვიდეო მიმართვაში ხვიჩა კვარაცხელია.