ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ

საბა შენგელია

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 29 წლის საბა შენგელია წლებია სიმსივნეს ებრძოდა და ევროპაში მკურნალობდა.

„ძალიან ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, სადაც შენზე წარსულ დროში უნდა ვისაუბრო. მადლობა ძმობისთვის. შეხვედრამდე იქ, სადაც ტკივილი აღარ არსებობს და სიკეთე ბოროტებაზე გამარჯვებულია. უფალს ებარებოდე, ჩემო საბუკა. ძალიან დაგვაკლდები. ქრისტი, სიტყვები არ არსებობს, რომ ამხელა ტკივილი შეგიმსუბუქოს. ღმერთმა შენ და შენს ოჯახს ძალა და გამძლეობა მოგცეთ ამ უმძიმესი დღეების გადასატანად.

გისამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს. როგორი დასანანია ასეთი ახალგაზრდის სიკვდილი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა.", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება გერმანიიდან მშობლიურ სოფელში ცხედრის გადმოსვენება. გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

✕