პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის ქართველი შეყვარებული ტელე ეკრანებზე აქტიურად გამოჩნდა. ზუმბა ფიტნეს ინსტრუქტორი, მარიამ შარმანაშვილი „დღის პოსტში“ ლეგენდარული ლორენის შესახებ საუბრობს.
„ზოგადად, დიდ ლეგენდებზე ხომ გვაქვს ხოლმე წარმოდგენა, რომ დიდი დისტანციით გამოირჩევიან, სოფი ლორენმა ჩემთან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან უშუალო და თბილი დამოკიდებულება გამოავლინა, დავახლოვდით. 2 თვით, ჟენევაში მოგვიწია ცხოვრება და მასთან ხშირი ვიზიტი ხშირად მიწევდა.
სხვათა შორის, ყველაზე მეტად რაც გვიყვარდა ერთად, იტალიური გადაცემების ყურება იყო. ენა არ ვიცი და იტალიურ სიტყვებს შიგადაშიგ მასწავლიდა.
ასეთი დიდი ადამიანის და ლეგენდის ოჯახის წევრობა სულაც არ ნიშნავს მის ჩრდილქვეშ ყოფნას, პირიქით, პატივად მიმაჩნია. მადლობა სამყაროს, ჩემს ცხოვრებაში დადგა ის დრო, როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს,“ - ამბობს მარიამ შარმანაშვილი.
ასევე ნახეთ:
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა გადაიდო
„ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი“ - თედო ბექაური უთბილეს კადრებს გვიზიარებს