„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ...“ - გია ყანჩელი 87 წლის გახდებოდა

gia yancheli

დღეს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის  გია ყანჩელის დაბადების დღეა. საქართველოს სახალხო არტისტი 87 წლის გახდებოდა.

კომპოზიტორი გია ყანჩელი, თურმე, ბავშვობაში მეგობრებთან მალავდა, მუსიკაზე რომ დადიოდა.

„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს. ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე. ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“ - იხსენებდა კომპოზიტორი.

გია ყანჩელი 2019 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა

ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვ. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.