„როგორ ვერ გამოიძებნა ამ სამყაროში ადგილი შენისთანა ნიჭიერი, ფერადი ადამიანისთვის ჩემო ნიაკო“ - ტრაგიკულად დაღუპულ 20 წლის გოგოს ემშვიდობებიან

ნია

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

სტიქიას, 20 წლის ნია რობაქიძე ემსხვერპლა.

„როგორც ვერ გამოიძებნა ამ სამყაროში ადგილი შენისთანა ნიჭიერი, კეთილშობილი და ფერადი ადამიანისთვის როგორ მენანები , ჩემო ნიაკო რამდენი წარმატება გელოდებოდა წინ, კიდევ სტიპენდიები, სერტიფიკატები, კონფერენციები… ჩემო გამორჩეულო და უსაზღვროდ მოკრძალებულო, გემშვიდობები და ზეცაში რომ შევხვდებით, მანდაც დამხვდი შენი ჩვეული ღიმილით. 19-ში როგორ ჩავატარო ლექცია უშენოდ?“,- წერენ სოციალურ ქსელში. 

ასევე ნახეთ:

ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა

ნატა ფერაძე გაათავისუფლეს