„ჩემი ცხოვრების კიდევ უფრო ახალი და ლამაზი ფურცელი იქნება...“ - თათია შარანგია

შარანგია

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი თათია შარანგია მეუღლეს, ჯარჯი თორაძეს, დაშორდა.

მან ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ.  თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე როგორც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე....“, - დაწერა თათიამ

წყვილმა ივნისში იქორწინა. 

ტელეწამყვანს საავტორო გადაცემა „სთორი“ აქვს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალ სეზონს იწყებს:

„რამდენიმე დღეში “სთორი”ს ახალი სეზონი იწყება. მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩემი მაყურებლის მიმართ, რომლის ამ დოზით სიყვარული მაგრძნობინებს, თუ რა სწორ გზაზე ვიარე, არასდროს გაგიმტყუვნებთ იმედებს... დიდი შემართებით ვიწყებ ახალ სეზონს, რომელიც ჩემი ცხოვრების კიდევ უფრო ახალი და ლამაზი ფურცელი იქნება  
მიგულეთ თქვენს გვერდით“, - დაწერა ტელეწამყვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: შსს ავრცელებს კადრებს, როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოსა და სხვადასხვა ლოკაციებზე

„არ ვაპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას...“ - თი მაჭავარიანი

„ანორექსია ის მომენტია როცა სხეულსა და გონებას შორის კავშირი იკარგება...“ - გაიცანით ანო მირცხულავა, რომელმაც ანორექსია დაამარცხა