„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
1753473379
ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!, - ამ შინაარსის პოსტს პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საზოგადოებას მორიგ წარმატებას უზიარებს.
„დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა! ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში 2023 წლის აგვისტოდან!
მინდა ყველა ადამიანს, თითოეული თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას გადავუხადო უდიდესი მადლობა!.“ - წერს პიანისტი.