1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში გლოვაა. 9 თებერვლის ღამეს ტრაგიკულად დაიღუპა სოფლის მკვიდრი გია ბოლქვაძე. ახალგაზრდა ავტოავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილს ერთი თვის მოყვანილი მეუღლე დარჩა.
მისი ცოლი, მარიამ რუხაია სოციალურ ქსელში გარდაცვლილს ემოციურად ემშვიდობება.
"ჩემი სამუდამო ტკივილი, სულის გამწარება", - წერს დაღუპულის მეუღლე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი.
„2021 წლის განმავლობაში 7 705 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 449, ხოლო დაშავდა 5863 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 3 219 შემთხვევა, დაშავდა 2 674 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 56 პირი. 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით.