,,ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება” - ცვლილება, რომელიც მალე ძალაში შევა
1751347227
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია კოლხური კოშკის სახელმწიფოსთვის გადაცემას გეგმას, რომელსაც კულტურული დატვირთვა ექნება და იქ მუზეუმი მოეწყობა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ზე თავად გიორგი გამსახურდია წერს.
მისივე ცნობით, მის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, თუმცა, როგორც აღნიშნავს, მისი პოზიცია უცვლელია. კოლხური კოშკი გადაეცემა სახელმწიფოს, ხოლო კოშკის მიმდებარე ტერიტორია მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრებს მოხმარდება.
"არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან ყოფილი თუ მოქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია).
არ არის ეს სწორი და ჩემი აზრით, არც ახლა არის მაგის დრო, როდესაც მსოფლიო, რუსეთმა 🐖ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.
უბრალოდ, საქმე შემდეგს ეხება - მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში, სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით გადავცე. მხედველობაში მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა მაქვს.
მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს სახელმწიფოს ასხავენ, გაუგონარ საქციელს სჩადიან და ჩემის აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან, ვიდრე - მათი ადრესატები.
ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო კოლხურ კოშკს განკარგვაში მიიღებს და დარწმუნებული ვარ, დანიშნულებისამებრ გამოიყენებს, ხოლო კოშკის გარშემო სხვა ტერიტორია, მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს." - წერს გიორგი გამსახურდია.