„ჩაიხედეთ თქვენს გულებში. არ გეცოდებათ ეს ქალი, უბრალოდ, ასე რომ გაწირეთ?“ - ბათუმის თეატრის მსახიობი

მაყაშვილი ბარამიძე

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთა ბარამიძე მსახიობ თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და თეატრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„იმდენად გაოგნებული ვარ, მართლა არ ვიცი რა ვთქვა, ქალბატონი თამარ მაყაშვილის გამო ძალიან ვწუხვარ. მე ვფიქრობ, რომ ასე მწარედ დასჯას არ იმსახურებდა. ადამიანს არ უთქვამს ცუდად, უბრალოდ, სხვანაირად გამოუვიდა და სხვათაშორის, ბოდიშიც მოიხადა.

საზოგადოებისგან ასეთ გადავლას არ იმსახურებდა. ეს უნიჭიერესი არტისტი, მე ახლა დამაკავეს სპექტაკლში, სადაც თამარიც მონაწილეობდა, მაგრამ სამწუხაროდ…

დროებით თამრო გაუქმდა სპექტაკლიდან, აი უზომოდ მწყინს, რომ ასე გამძაფრდა ყველაფერი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი თამრომ რაც იგულისხმა და როგორ. ჩვენს საზოგადოებას თავი ისე გამოგვყავს, ვითომ მსგავსი არასდროს არავისთან გვითქვამს.

ჩაიხედეთ თქვენს გულებში. არ გეცოდებათ ეს ქალი, უბრალოდ, ასე რომ გაწირეთ? ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ადამიანები ერთ ფრაზას რომ არ პატიობენ ერთმანეთს, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად!!! მე ძალიან ნაწყენი ვარ მომხდარის გამო. არ იმსახურებდა ეს ქალი ამდენი ადამიანის ზიზღს! თამარ, მოკლედ, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, არ იდარდო, გთხოვ.“ - წერს ქეთა ბარამიძე.

ცნობისთვის, თამარ მაყაშვილი ბათუმის დრამატულმა თეატრმა რეპერტუარიდან მოხსნა. 

შეგახსენებთ, თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში თქვა:

„არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც, მოგვიანებით, თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა.